კლინიკაში ნანგრევებში მოყოლილი ერთი ბავშვია გადაყვანილი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საავადმყოფოში ნანგრევებში მოყოლილი მხოლოდ ერთი ბავშვია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი 1.3 წლისაა, ის იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტრო განმარტავს, რომ სასწრაფომ კლინიკაში ადგილიდან გადაიყვანა დაშავებულის დედა და მასთან ერთად კიდევ ერთი ჩვილი, რომელიც უვნებელია და დახმარება არ სჭირდება.

ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიცესკოს განცხადება: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას
შემდეგი სტატია“მირანდა მესხს თუ “ბეიჯი არ ავახიეთ”, ჩვენ ქვეყანა არ ვყოფილვართ!”- გვარამია ზუგდიდის საოლქო კომისიაში მიმდინარე მოვლენებზე