“კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა… ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას” – გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან,- ამის შე­სა­ხებ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯაბა კვა­რა­ცხე­ლია აღ­ნიშ­ნავს, მათ მიერ აყ­ვა­ნილ­მა თურ­ქმა ად­ვო­კატ­მა თურ­ქე­თის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მე­ტად უც­ნა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო – „ცოტ­ნეს ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თია, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ცოტ­ნეს­თან ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და ვინ­მეს დაშ­ვე­ბას“

ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „ფაქ­ტობ­რი­ვი ტყვე­ო­ბი­დან, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან დახ­სნა და მას­თან კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რის დაშ­ვე­ბა“.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცოტ­ნე­ზე 19 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, იგი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მას ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, სა­დაც აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას შემ­დგო­მი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და, სა­დაც მას ყო­ველ­დღი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას მისი მე­უღ­ლე (მას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი) ანა ჯა­ბა­უ­რი უწევ­და. გა­მო­იკ­ვე­თა რა, თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბის გამო სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ეს მოხ­და მისი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. უკვე სამი კვი­რაა ამა­ოდ ვცდი­ლობთ რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

3 კვი­რის წინ კლი­ნი­კა­ში ცოტ­ნეს­თან მი­სულ ანა ჯა­ბა­ურს მა­ნა­ნა-არჩვა­ძე გამ­სა­ხურ­დი­ამ გზა გა­და­უ­ღო­ბა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თურ­ქმა ექი­მებ­მა ანა ჯა­ბა­უ­რი ცოტ­ნეს­თან და­უშ­ვეს. ცოტ­ნეს პა­ლა­ტი­დან დე­რე­ფან­ში გა­მო­სულ­მა კი იქვე ახ­ლოს მყო­ფი, ამ ფაქ­ტით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ქ-ნი მა­ნა­ნას სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა ჩვენ­თვის უც­ნობ პირ­თან იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­უ­რე­კა მან თა­ვის მე­გო­ბარ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და თუ რო­გორ აღუთ­ქვა ამ უკა­ნას­კნელ­მა დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­უბ­რის მოწ­მე გახ­და ცოტ­ნეს ამ­ბის გა­სა­გე­ბად მი­სუ­ლი, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რებს მოს­მე­ნი­ლი სა­უბ­რის ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ში­ნა­არსს. მე­ო­რე დღეს კლი­ნი­კა­ში მი­სულ ანა ჯა­ბა­ურს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აუ­წყა, რომ არ­სე­ბობს წე­რი­ლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბა ცოტ­ნეს ნახ­ვა, მის ექი­მებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, მის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა.

ხოლო ანა ჯა­ბა­უ­რის ცოტ­ნეს­თან დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ი­თხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს მხარ­დამ­ჭე­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლის­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ანა ჯა­ბა­ურ­მა სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნა რა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­ბუ­თი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნით არ­სე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, ანას მი­ა­ნი­ჭა ჯან­მრთე­ლო­ბის დრო­ე­ბი­თი მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რო­გორც უფ­ლე­ბებს, ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს ცოტ­ნეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აპოს­ტი­ლით და­დას­ტუ­რე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ და წარ­დგე­ნილ იქნა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის. კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კვლავ და­უშ­ვა ქ-ნი ანა ცოტ­ნეს­თან, თუმ­ცა მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ კვლავ ჩხუ­ბი­თა და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ა­შან­ტა­ჟა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, კლი­ნი­კა კვლავ და­ე­მორ­ჩი­ლა ქ-ნი მა­ნა­ნას უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყ­ვა­ნილ­მა თურ­ქმა ად­ვო­კატ­მა კი ამ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მე­ტად უც­ნა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო – ცოტ­ნეს ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თია, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ცოტ­ნეს­თან ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და ვინ­მეს დაშ­ვე­ბას (იხ. თურ­ქი ად­ვო­კა­ტის წე­რი­ლი ქვე­მოთ). ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ქ-ნი მა­ნა­ნას ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის მო­პო­ვე­ბი­სა, რა თქმა უნდა, კრა­ხით დას­რულ­და, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს­გან დახ­მა­რე­ბი­სა მი­ღე­ბი­სა და ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა, რო­მელ­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბი. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, კა­ნონ­ში მხარ­დამ­ჭე­რის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, ცალ­სა­ხა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მხარ­დამ­ჭე­რის და­ნიშ­ვნი­სას ერ­თერ­თი პირ­ვე­ლი რი­გის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მხარ­დამ­ჭე­რი­სა და მისი მიმ­ღე­ბი პი­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ხოლო ცოტ­ნე­სა და ქ-ნი მა­ნა­ნას მკვეთ­რად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი თა­ვად ცოტ­ნეს­გან (იხ. ც.გ.-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი დე­დის შე­სა­ხებ ქვე­მოთ) – ბოლო 9-10 წე­ლია მათ აღარ აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ არა­ერ­თი სა­სა­მარ­თლო დავა წა­მო­ი­წყო ცოტ­ნეს ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. გა­და­ი­ფორ­მა “კოლ­ხუ­რი კოშ­კის’’ ეზოს ნა­წი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სამ­წლი­ა­ნი ქო­ნებ­რი­ვი დავა წა­მო­ი­წყო 2012 წელს ცი­ხი­დან ახალ­გა­მო­სუ­ლი, ხან­გრძლი­ვი საპ­რო­ტეს­ტო შიმ­ში­ლით და­სუს­ტე­ბუ­ლი და მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ამ უკა­ნას­კნე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი მდე­ბა­რე­ობს ვე­რა­ზე, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით. ხოლო სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნულ­მა კა­ნო­ნი­ერ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა ანა ჯა­ბა­ურ­მა კი სა­ბუთ­ში შე­ი­ტა­ნა მხო­ლოდ ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პუნ­ქტე­ბი. ყვე­ლა პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ირი­ბად მა­ინც ეხ­დე­ბო­და ქო­ნებ­რივ სა­კითხს, თუნ­დაც ცოტ­ნეს­თვის გა­მო­ყო­ფილ მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს, მისი მო­თხოვ­ნით ამო­ღე­ბულ იქნა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ფაქ­ტობ­რივ მეთ­ვალ­ყუ­რედ მისი ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მას­თან ქო­ნებ­რივ სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რის ყოფ­ნა, (რო­მელ­თა­ნაც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ მკვეთრ კონფრონ­ტა­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია) ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­ე­ნიშ­ნა კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მელ­თა­ნაც ცოტ­ნე “კოლ­ხურ კოშკში’’ ცხოვ­რობ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის წუ­თამ­დე.

ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცოტ­ნეს კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი, ცოტ­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი არის ექი­მი, კლი­ნი­კის წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ლო­გი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. მა­შინ, როცა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ვიჩ­ნევთ მისი მკურ­ნა­ლო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის კონ­ტროლს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რო­მელ­თა მი­მარ­თაც უნ­დობ­ლო­ბას თა­ვად სა­ჯა­როდ აფიქ­სი­რებ­და. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ცოტ­ნეს ფაქ­ტობ­რი­ვი ტყვე­ო­ბი­დან, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან დახ­სნა და მას­თან კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რის დაშ­ვე­ბა“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო: AMBEBI.GE

banner
წინა სტატიაშისაქართველოს არცერთ მოქალაქეს არც უხანში და არც ჩინეთის სხვა რეგიონებში ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ
შემდეგი სტატია14 წლის წინ საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა