კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა

ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა – ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. პაციენტმა მორიგე ექთანს ჭრილობები დანით, სახისა და ყელის არეში მიაყენა.

“როდესაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი აკეთებდა შემოვლას, შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. შესაბამისად დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით”, – თქვა “ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი კულტურის სფეროს პროტესტს ეხმაურება: რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც
შემდეგი სტატიაკალაძე – რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს