24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა: ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს

“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს”,- წერს სოციალურ ქსელში კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.

კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინისადმი წერილისგან საჭირო შედეგი მივიღე
შემდეგი სტატია“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა