კლინიკა „ვივამედთან” მყოფ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

კლინიკა „ვივამედთან” მყოფ ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, გაურკვეველმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაახლოებით 10-მდე ადამიანი ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

მათ ჟურნალისტებს მიმართეს, იყვნენ თუ არა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. აღნიშნულის შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტები გამოიკითხნენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა
შემდეგი სტატიარეალურად საქართველო და მისი ხელისუფლება დღეს ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება – ხუნდაძე