კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“დარჩენილი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტიდან, შესაძლოა ერთი დღეს გაწერონ.

„დღეს ველოდებით ერთ პაციენტზე განმეორებითი, საკონტროლო ტესტის შედეგს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იგი კლინიკას დატოვებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „მედალფას“ დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ.

მეორე პაციენტი თავს კარგად გრძნობს, იგი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს.

სულ აჭარაში 71 ინფიცირებულიდან 67 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 101 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა