კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა.

შესაბამის ნებართვის ძალდაკარგულად გამოცხადების ბრძანება რეგულირების სააგენტომ გუშინ გამოსცა.

ბრძანების საფუძველზე კლინიკს მიერ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა ძალადაკარგულად ცხადდება.

ამასთან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.

როგორც ჟურნალისტებს „ლანცეტის“ უკვე ახალმა კლინიკური დირექტორმა, კახი კერეაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია.

რაც შეეხება “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ინფორმაციას კლინიკა “ლანცეტში” ორი პაციენტის გარდაცვალებას, რომლებიც ტრანსპლატნაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კერეაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

„რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვერც ვადასტურებ და ვერ უარვყოფ. მე ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტორს რეგულირების სააგენტო. გამოძიების დაინტერესების შეთხვევაში, თანახმა ვართ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებებს მივაწოდოთ“,-აღნიშნა კახი კერაულმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატია“დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინიციატივების გამოთქმის უფლება, საბავშვო ბაღის თემაა”