კლინიკა „იმედის“ დირექტორი – პაციენტი მეგი ბაქრაძე კლინიკაში მარტო არ იყო

შეიძლება იყო სტრესული სიტუაცია, შემდეგ დაწყნარდნენ და აღიდგინეს ყველაფერი, პაციენტ მეგი ბაქრაძე არ იყო მარტო, უტარდებოდა სამედიცინო დახმარება – ამის შესახებ კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ექიმისთვის და ერთი ექთნისთვის ბრალის წარდგენა არ გულისხმობს დანაშაულს და ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება გაგრძელდეს, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვას გაეცეს პასუხი.

„სამედიცინო დახმარება რომ არ გაწევია ასეთი ბრალდება არ წამიკითხავს. რატომ შეცვალეს, მე ჩემს აზრს გეტყვით, შეიძლება იყო სტრესული სიტუაცია, შემდეგ დაწყნარდნენ, აღიდგინეს და მერე თქვეს სხვა ინფორმაცია. ის რაც იყო, აღიდგინეს. ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა თავის დროზე. ბრალის წარდგენა არ ნიშნავს, რომ დამტკიცებული ფაქტებია. სასამართლო სჭირდება ამას ყველაფერს. მათ ბრალი წარედგინათ რაც საჭიროებს დამტკიცებას. პროკურატურის გადაწყვეტილება დანაშაულს არ ნიშნავს, გაირკვევა ყველაფერი, გექნებათ პასუხები, ვინ სად იყო, როგორ იყო. მიმდინარეობს გამოძიება და ჭეშმარიტებას გავიგებთ. ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, ვარაუდებით სიმართლე არ დადგინდება. პაციენტი არ იყო მარტო, უტარდებოდა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის
შემდეგი სტატიასაპატრიარქოსთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს