კლინიკა „ბომონდში“ კოვიდინფიცირებულმა 47 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითმა ქალმა ტყუპები გააჩინა.

„47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან შვიდი ფიზიოლოგიურ, ხოლო სამი კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის“, – აღნიშნულია კლინიკის გვერდზე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიმელია – ელენე ხოშტარიასნაირი ენერგიული დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად
შემდეგი სტატიააშშ ვალდებულებას იღებს, რომ ავღანეთიდან გამოიყვანს ყველას, მათ შორის ავღანელ ქალებს და ჟურნალისტებს