კლიჩკოს თქმით, 8-9 მაისს კიევში კომენდანტის საათი არ დაწესდება, თუმცა ქუჩებში პატრულირება გაძლიერდება

ხელისუფლება 8-9 მაისს კიევში, კომენდანტის საათის შემოღებას არ გეგმავს, თუმცა სამართალდამცავები ქუჩებში პატრულირებას გააძლიერებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერს, რომ იმის გამო, რომ საომარი მდგომარეობის დროს, მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია, ყვავილების დასაწყობად წასვლა მოსახლეობას პირადად შეუძლია.

“მეგობრებო! 8-9 მაისს სამხედრო სარდლობა არ გეგმავს კომენდანტის საათის დაწესებას კიევში და რეგიონში (კიევში კომენდანტის საათი, როგორც ყოველთვის, დილის 22.00-დან 5-მდე იქნება). მერია არც ამ დღეებში გეგმავს რაიმე ზომების მიღებას. რადგან, შეგახსენებთ, საომარი მდგომარეობის დროს მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. თუ ვინმეს უნდა ყვავილების დასაწყობად წასვლა, შეუძლია ამის გაკეთება პირადად. ასევე, ამ დღეებში გაძლიერდება ქალაქში პატრულირება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, – წერს კლიჩკო

banner
წინა სტატიაშირეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა რუსეთი II მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ მიიწვია