კლიჩკო – კიევში უკრაინელებისა და რუსების “მეგობრობის” აღსანიშნავად აღმართული საბჭოთა ეპოქის ქანდაკების დემონტაჟი მოხდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის ცენტრში არსებული ქანდაკებას, რომელიც რუსებისა და უკრაინელების “მეგობრობის” აღსანიშნავად იდგა, დაანგრევენ.

„ამ კვირაში ჩვენ მოვახდენთ ორი მუშის ბრინჯაოს სკულპტურის დემონტაჟს, რომელიც 1982 წელს დაიდგა „უკრაინის რუსეთთან გაერთიანების აღსანიშნავად. ორი ხალხის “მეგობრობის“ რვა მეტრის ლითონი კიევის ცენტრიდან მოიხსნება”, – განაცხადა კლიჩკომ. მონუმენტზე ცისარტყელას ფორმის ტიტანის თაღია გადაჭიმული, რომელიც ხიდზეა აღმართული. კლიჩკომ განაცხადა, რომ თაღი, რომელსაც თავდაპირველად ხალხთა მეგობრობის თაღი ერქვა, დარჩება, მაგრამ მას სახელი გადაერქმევა და უკრაინის დროშის ფერებით განათდება.

banner
წინა სტატიაშიმორიგი შეტევა ხარკოვზე – ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა
შემდეგი სტატიადაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს – “სირცხვილიას” მიმართვა EU-ს და აშშ-ს