17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კლერ ტუოდე: გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, – ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„გვსურს, შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა“, – განაცხადა ტუოდემ.

მისი თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის“.

„გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული ძალადობის, უზრუნველყავით ლგბტ+ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, – აღნიშნა საფრანგეთის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: “ყალბი და თაღლითური გამოკითხვები სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს”
შემდეგი სტატიაზელენსკი: “უკრაინის დელეგაციამ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სრული ანგარიში წარადგინა”