კლეიტონი – მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს, რომ ეს არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ

მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს, რომ ეს არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად, კარგი, ძლიერი მონიტორინგის პროცესი ყველას უქმნის უფრო დიდ ნდობას მთელი სისტემისადმი, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს რუსთავში, ყარაჯალასა და ფონიჭალაში დააკვირდა.

„რეგიონში ჩვენი საელჩოს ექვსი გუნდი იმყოფება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივ დამკვირვებლებს – GYLA, PMMG და ISFED-ს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს, რომ ეს არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად. კარგი, ძლიერი მონიტორინგის პროცესი ყველას უქმნის უფრო დიდ ნდობას მთელი სისტემისადმი. მოხარული ვარ, რომ ამ დროისთვის არჩევნების პროცესი ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამისთვის შექებას იმსახურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამისთვის პირობების შექმნისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მოუწოდეს არჩევნებში მშვიდი მონაწილეობისკენ. ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი არჩევნები. ეს არის თქვენი შანსი, ხმა მისცეთ ადამიანებს, რომლებსაც ეკისრებათ ყველაზე დიდი პირდაპირი პასუხისმგებლობა ადგილობრივ პრობლემებთან გამკლავებაზე იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ. მათ, ვისაც ჯერ არ მიუციათ ხმა, მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ეს. ვიმედოვნებ, დარჩენილი დღე ჩაივლის მშვიდობიანად და მშვიდად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად, მას დახმარება თუ დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს