კლაუდია როთი – „იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება, მაგრამ უნდა იყოს მეტი გარანტია და არა კომპრომისი – ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის“

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასა და განაცხადა, რომ ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული. კლაუდია როთმა ასევე ისაუბრა მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებზე და ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე აუცილებელია სამართალდამცველების ქმედებების სწორი გამოძიება და არა უბრალოდ კომპრომისზე წასვლა, რაც დემოკრატიის ღირებულებების შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

„შეუძლებელია შევადაროთ საქართველო ბელარუსთან. ძალიან დიდი პროგრესია საქართველოში მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არის. 3 მოთხოვნა არსებობდა დემონსტრანტების მხრიდან: პირველ რიგში, ეს გახლდათ პარალმენტის თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც გადადგა; მეორე, გახლდათ ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც საკმაოდ კარგი შანსია იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს, მრავალფეროვნებით, პოლიტიკური ოჯახებით, პარტიებით პარლამენტში; მესამე გახლავთ, შინაგან საქმეთა მინისტრის საკითხი და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება, მაგრამ უნდა იყოს მეტი გარანტია და არა კომპრომისი. როცა საკითხი ეხება პრესის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეხედეთ ევროკავშირის შიგნით – მაგალითად, დააკვირდით უნგრეთში რა ხდება, იტალიაში, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების ინდივიდუალურ დარღვევას. ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას, რომ ევროპული ღირებულებების დარღვევა მოხდეს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის. ღირებულებების შენარჩუნება მნიშვნელოვანი გახლავთ.„- განაცხადა კლაუდია როთმა.

banner
წინა სტატიაშიგარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას – სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა
შემდეგი სტატიაწითელი სახვევი ვაჟა-ფშაველას ბიუსტს-მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს