“კლანი უნდა წავიდეს” – არასამთავრობოები პარლამენტში მაისურებზე საპროტესტო წარწერით მივიდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ერთნაირი მაისურებით მივიდნენ, რომელზეც აწერია ,,კლანი უნდა წავიდეს”

დღევანდელ სხდომააზე დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტების განხილვა იწყება.

არასამტავრობოების თქმით, არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატები რომელ კანონპროექტს მიიღებენ, რადგან სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კლანური მმართველობა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი კანონპროექტია მომზადებული.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა. მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“ – თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატია“დავით სოსლანი”, “დავით აღმაშენებელი” – ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების ავტომატების მჭიდებზე