,,კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში”

კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში, – ამის შესახებ მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების, მოსამართლეებისა და იურისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ახვლედიანი აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეჩერდეს. „შევთანხმით იმაზე, რომ იქნება ყველანაირი ფორმა: საუბრები, შეხვედები პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; იქნება როგორც ერთობლივად შეთანხმებულად, ასევე ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები. სამოქალაქო სექტორი შეეცდება, ძალიან მძლავრად წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა მესამე ძალაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის გარეშე „სასამართლო სისტემაში არსებული ჯგუფი ამდენს ვერ გაბედავდა“. „ერთი ჯგუფის და ერთი ადამიანის მიერ დასახელებული სახელი და გვარები არ უნდა გადიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ერთ კვირაში ასეთი რამეების დამტკიცება. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ გაბედავდნენ. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ ერევა და როგორ ერევა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ეს ჯგუფი მარტო არ მოქმედებს“, – დასძინა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ცალკე აღებული კრიტერიუმები არავის სჭირდება, თუკი პარლამენტი მოსამართლეთა იმ სიას განიხილავს, რომელიც უკვე წარდგენილია”
შემდეგი სტატიაავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს