„კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა – ასე ეხმაურება „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლევან სამუშიამ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.
მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ობიექტური გამოძიებაა ჩასატარებელი – “გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!”
„ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც ე.წ. ხელისუფლებას სურს. ეს არის „კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა. გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული თავიდან ბოლომდე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები – სრულიად „ქართული ოცნება“ ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?! სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება სჭირდება. ნახეთ, 1-2-3 წლის უკან როგორ ასხამდნენ ხოტბას ამ ადამიანებს და ქვეყნის გადამრჩენელებს უწოდებდნენ, დღეს კი საუბრობენ რომ თურმე, ესენი ყოფილან კორუმპირებულები“, – განაცხადა სამუშიამ.


















