კიწმარიშვილს და ხალვაშს შორის შეხვედრა შედგა

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ია კიწმარიშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შედგა კომუნიკაცია ჯერ კიდევ დავის დაწყებამდე, თუმცა ახლა როდესაც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე “რუსთავი 2-ის” მფლობელს თაღლითობაში ადანაშაულებს, რაიმე სახის მოლაპარაკებაზე ზედმეტია საუბარი.

„მე ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი იყო კომუნიკაცია. იყო დავის დაწყების პერიოდში თუ არ ვცდები, ამ ბოლო ეტაპზეც უნდა ყოფილიყო. ამ დავის პერიოდში ვიცი რომ ერთხელ  შეხვდნენ, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ანალოგიურია, როგორიც იყო აქიმიძესთან და დვალთან. მას შეუძლია მხოლოდ კეთილი ნება გამოიჩინოს ამ შემთხვევაში და ამ კეთილი ნებიდან ისაუბროს გარკვეულ პირობებზე. თუმცა დღეს უკვე რაღა მზაობაზე ვსაუბრობთ, როდესაც თაღლითობაში დადანაშაულებაზეალაპარაკი,“-განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშისუს – გუგუტიანთკართან რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე მწვავედ დაისმება
შემდეგი სტატია“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” “კონტი ჯგუფმა” დატოვა – კონსორციუმში მიზეზებს არ ასახელებენ