კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. კითხვას ვუსვამ ირაკლი შოთაძეს, გიორგი მღებრიშვილს, ეს ფაქტი რომ მოსვლოდა გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც კონკრეტულ საქმეს იძიებს, მასზე მომხდარიყო თავდასხმა, მათი რეაქცია როგორი იქნებოდა,“ – ამის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ, განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, გადაცემული მიწის თაობაზე აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნას ორშაბათს აუდიტორები პრეზენტაციის სახით წარადგენენ.

გენერალური აუდიტორის თქმით, დასკვნაში საუბარია მერიის გადაწყვეტილებებზე. მისი განცხადებით, საქმის მასალები პროკურატურაში გადაიგზავნება.

„ერთ-ერთი ეპიზოდი ვრცელ დასკვნაში ეხება მერიის მხრიდან აუქციონის მოწყობას, სადაც პირობად წერია, რომ მიწა, რომელიც აუქციონზე გამოდის, უნდა გაერთიანდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. მომიჯნავე მიწის მფლობელის არის იურიდიული პირი, რომლის 100% წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძეა. მე მაინტერესებს, აუდიტის სამსახურმა უნდა დაინახოს თუ არა ასეთ საკითხებში რისკები, უნდა მოიკვლიოს თუ არა დამატებითი მასალები,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდიას აზრით, მის თავდასხმის საქმეზე ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყება არასაკმარისია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის მოწინააღმდეგე NBA-ს თურქი ვარსკვლავი რუმინეთში დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძე „უსიყვარულოდ არის გაწირული“-დეკანოზი საპატრიარქომაც და პროკურატურამაც გაწირა