ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად, იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე BBC-ის მივეცი, – ამის შესახებ საიას უფლებდამცველმა თამარ ონიანმა გამოკითხვის შემდეგ ისაუბრა.
საქმე ეხება სუს-ში BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფაგლებშიც ონიანი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რა ქიმიური ნივთიერაბა იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, რადგან აღნიშნულ კითხვას არც შსს-მ უპასუხა და არც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა რაიმე პასუხი.
“ცოტა გაუგებარია, საერთოდ რატომ ვიყავი დაბარებული, იმიტომ, რომ ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად, იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე ბიბისის მივეცი. კერძოდ, იმასტან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა საშუალებები იქნა გამოყენებული იქნა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საიამ კეთილსინდისიერად, როგორც პროფესიონალურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შსს-ს ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ. ჩვენ შსს-დან პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქიმიური საშუალებები, რა აქტიური სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული, ამრიგად, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია”, – აღნიშნა თამარ ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.
BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
















