10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კითხვები იყო ჩემი განცხადება ქვეყანას ვნებს თუ არა – გივი თარგამაძე სუს-ში გამოიკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“კითხვების ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ქვეყანას ვნებდა თუ არა. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო, რომ – არა. შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იმისთვის იყო მოწოდებული, რომ მეტად იმუშაონ და იმის პრევენცია მოახდინონ, რაც ქვეყანას ვნებს.

მე ყველა ინფორმაცია ღია წყაროებიდან მქონდა, მათაც აქვთ, ყველას აქვს და ამ ფაქტებზე შესაბამისი მუშაობა უნდა იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს არანაირი გამოსვლა და განხილვა საფრთხეს არ აჩენს – საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება და რომლის პრევენციაც სუს-მა უნდა მოახდინოს”. – თქვა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევროკავშირს ომის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს