კითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი- იან კელი

იან კელი

კითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი- ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა.
ელჩის ინფორმაციით, ისინი ქართველ სამართალდამცველებს გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მიქმედებების ჩატარებაში დაეხმარებიან.
“როგორც ვიცი, დღეს სუს-ში უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი,” – აცხადებს იან კელი.
ელჩი ასევე გამოეხმაურა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პირველადი მდგომარეობით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.
“რაც შეეხება მინისტრის დღევანდელ განცხადებას, კითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი,” – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიაყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს