“კითხვაზე, ნატო თუ რუსეთი, გეტყვით – ნატო, ხოლო ბერძენიშვილი თუ მეჭიაური? ვამბობ – მეჭიაური

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს უფლება აქვს, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, ქვეყნის კურსთან დაკავშირბით.

კითხვაზე, დგას თუ არა პარტიის დღის წესრიგში თამაზ მეჭიურის გარიცხვა, კობახიძე აცხადებს, რომ “გარიცხვაზე არ დგას საკითხი”.

“როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ პოზიციები არის მკვეთრად განსხვავებული, პოლიტიკოსები და პარტია იღებენ გადაწყვეტილებას. ეს შიდაპარტიული საკითხია, ჩარევების გარეშე გადასაწყვეტი. თუ თქვენ კითხვას სვამთ, ნატო თუ რუსეთი, მე გეტყვით, რომ ნატო, ხოლო თუ ამბობთ ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, მეჭიაური”, – აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკუდ-ის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს