“კითხვა ეხებოდა ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული გავრილოვის სისხლიან ღამესთან” – გია ბარამიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო წესით დაიკითხა. მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბარამიძის თქმით, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა თავად ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელოს და ეს სტატუსიც შეცვალოს.

„ბუნებრივია, კითხვა ეხებოდა ყველაფერ იმას რაც არის დაკავშირებული გავრილოვის სისხლიანი დარბევის ღამეს წინ რა უძღოდა, რა ხდებოდა, როგორ ჩამოვიდა და რატომ ჩამოვიდა და რატომ ჩამოიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა გავრილოვი საქართველოში. მიუხედავად ოპოზიციის და საზოგადოების გაფრთხილებისა, მიუხედავად იქ გამართული პროტესტისა, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების მხრიდან მეორე დღეს რატომ მიიყვანეს პარლამენტში. რატომ შეიყვანეს სხდომათა დარბაზში მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებებისა და რატომ აღმოჩნდა საქართველოს მტერი პუტინის მტერი და მისი ემისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში,“-განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს
შემდეგი სტატიაბურჭულაძე : ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ