კიტ კელოგის აზრით, უცხოელი სამშვიდობოები შეიძლება, განლაგდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთით, რომელიც ბუნებრივ ბარიერად იქცევა მათსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინა შეიძლება, დაიყოს რამდენიმე პასუხისმგებლობის ზონად, ომისშემდგომი ბერლინის მსგავსად.

ამის შესახებ „თაიმსი“ წერს.

კიტ კელოგის აზრით, უცხოელი სამშვიდობოები შეიძლება, განლაგდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთით, რომელიც ბუნებრივ ბარიერად იქცევა მათსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.

მისი თქმით, ასეთი ძალები „სრულიად არ იქნება პროვოკაციული“ მოსკოვისთვის, ხოლო უკრაინა საკმარისად დიდი ქვეყანაა, რომ დაიტიოს რამდენიმე არმია, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის დაცვას უზრუნველყოფენ.

„შეიძლება, გაკეთდეს რაღაც იმის მსგავსი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან მოხდა, როდესაც იყო რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონა“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ აშშ-ი არ გაგზავნის უკრაინაში სახმელეთო ჯარებს.

გარდა ამისა, კიტ კელოგის წინადადება მოიცავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში 30 კილომეტრის სიგრძის დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას, ხოლო აშშ-ი აღიარებს რუსეთის ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის  დარღვევები? შესაძლოა, რადგან ასეთი რამ ყოველთვის ხდება, მაგრამ ამის თვალყურის დევნება ძალიან ადვილი იქნება“, – განმარტა კიტ კელოგმა.

„თაიმსი“ სტატიაში აღნიშნავს, რომ კიტ კელოგის მიერ შემოთავაზებული გეგმა განსხვავდება მეორე მსორლიოს ომის შემდეგ ბერლინის დაყოფისგან, რადგან გერმანიამ მაშინ კაპიტულაცია გამოაცხადა უცხოური არმიების წინაშე, ხოლო უკრაინა თავად მოიწვევს სამშვიდობოებს საკუთარ ტერიტორიაზე.

„თაიმსის“ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაასკვნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის გაყოფა შესთავაზა.

პასუხად, კიტ კელოგმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ მისი სიტყვები დამახინჯებულია.

„მე ვსაუბრობდი ცეცხლის შეწყვეტის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. დაყოფაზე საუბრისას, მე ვგულისხმობდი მოკავშირე ძალების პასუხისმგებლობის ზონებს, ამერიკული ჯარების გარეშე. მე არ ვგულისხმობდი უკრაინის დაყოფას“, – დაწერა კიტ კელოგმა.

ამასთან, კიტ კელოგი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ემხრობა.

„ვფიქრობ, თუ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევთ, გექნებათ არჩევნები. თითქმის წელიწადი გავიდა, რაც არჩევნები უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არ დაინიშნა. ვფიქრობ, ზელენსკი მზად არის ამისთვის, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტას და რაღაც დარეგულირებას მიაღწევთ“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე -არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება
შემდეგი სტატიაკახაბერ ჩიქოვანი: დღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული არის და უფრო მეტის ოკუპაციას აპირებს რუსეთი ამათი ხელოთ უკვე