კიტ კელოგი – ტრამპი ამბობს იმას, რასაც გულისხმობს და გულისხმობს იმას, რასაც ამბობს, ის მიიყვანს დასასრულამდე ამ ომს, რომელიც სამ წელზე მეტია, გრძელდება

დონალდ ტრამპი მიიყვანს დასასრულამდე ამ ომს, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სოციალურ ქსელში წერს.

კეგოლი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

„პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ის არის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს იმას, რასაც გულისხმობს და გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. ის მიიყვანს დასასრულამდე ამ ომს, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება“, – წერს კელოგი.

banner
წინა სტატიაშიGallup-ის გამოკითხვით, ამერიკელების 81% ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორია; 67% მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე | რაუფოღლუ
შემდეგი სტატიააშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა