17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კიტ კელოგი: “თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაურჩება, უპირატესობა მათ მხარეს იქნება”

“თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაურჩება, უპირატესობა მათ მხარეს იქნება”-ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დავოსში, პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

კელოგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს.

“კრემლის ლიდერს, პუტინს, მიუხედავად მისი დიდი დანაკარგებისა, უნდა რომ ამ სიტუაციიდან ისე გამოვიდეს, რომ ღირსეული გამოჩნდეს, რადგან მას ესმის რომ ამ ომს ვერ მოიგებს. მე მესმის რომ ეს რთული ზამთარია. მე მესმის რა ხდება კიევში. ვიცი ეს ყველაფერი. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაურჩება, იანვარს, თებერვალს და მარტ-აპრილამდე მიაღწევს, უპირატესობა მათ მხარეს იქნება, უკრაინის მხარეს და არა რუსეთის” | ამბობს კელოგი.

მისივე თქმით, პრობლემა ის არის, რომ “პუტინმა მიაღწია ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ დაასრულებს, რადგან თუ ასე იზამს, ის აღიარებს, რომ დამარცხდა და ყველაფერი რაც გააკეთა, წარუმატებელი იყო”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან
შემდეგი სტატიაიტალიაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე რესტორნის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს