კიტ კელოგი – ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა, დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას, დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„ლონდონში ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა. დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, – წერს კელოგი.

შეგახსენებთ, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დაგეგმილი იყო აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, თუმცა გადაიდო.

banner
წინა სტატიაში„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ჩვენ უარი ვთქვით ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, რეჟიმის დამარცხებისა და ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია -დაიღუპა 9, დაშავდა 70 ადამიანი