Kit Kat-მა სტუდენტის მანქანა შოკოლადებით გაავსო

კანზასელმა სტუდენტმა ჰანტერ ჯობინსმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე ქურდის წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც მისი მანქანიდან Kit Kat-ი მოიპარა.
ოქტომბრის ბოლოს უცნობმა პირმა სტუდენტის მანქანიდან შოკოლადის დაუკითხავად აღების შემდეგ ზრდილობიანი წერილი დატოვა, სადაც ის ბოდიშს იხდიდა საქციელისთვის, რომელსაც შოკოლადის დიდი სიყვარულით ხსნიდა.
“ტვიტ”-პოსტი ერთ კვირაში 180 ათასმა ადამიანმა გააზიარა.
კომპანია Hershey’s -მა, რომელიც Kit Kat-ს აწარმოებს, ჯობინსს მოპარულის სანაცვლოდ 6,5 ათასი შოკოლადი გაუგზავნა, რომელიც მან თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს დაურიგა – ამერიკული მედია წერს.

101

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია თბილისში – ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმები