კიშინიოვში 20 ადამიანი დაშავდა

კიშინიოვში 20 ადამიანი დაზიანდა

კიშინიოვში 20 ადამიანი დაზიანდაკიშინიოვში გაზის ბალონის აფეთქებისას 20-მდე მოქალაქე დაშავდა. ქალაქის პოლიციის მონაცემებით, აფეთქება საზოგადოებრივი კვების ერთ-ერთ ობიექტში მოხდა, რომელიც მოლდოვას დედაქალაქის ცენტრალურ ბაზარში მდებარეობს.

“აფეთქების გამო პანიკური მდგომარეობა შეიქმნა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები. ჰოსპიტალიზირებულია დაახლოებით 20 დაჭრილი. მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია” – განუცხადა მედიას მოლდოვას შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლილიანა პუშკაშუმ.
ცნობილია, რომ დაზიანებულებს შორის არიან ბავშვებიც.

პოლიცია აფეთქების გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი ცოლთან ერთად აშშ-ში იპოვეს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა: ფხენიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია