კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვერეშჩუკის განცხადებები უთანხმოებას თესავს – მოლდოვის ელჩი უკრაინაში

უკრაინაში მოლდოვის ელჩი, ვალერიუ ჩივერი ამტკიცებს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ორმხრივ ურთიერთობებში უთანხმოებას თესავს.

„მოლდოვას რესპუბლიკა უკრაინას გვერდით ომის პირველივე დღეებიდან დაუდგა – კონკრეტული ქმედებებით და არა ლამაზი სიტყვებით. ამის თქმა შეუძლია ათიათასობით ლტოლვილს, რომლებსაც ჯერ კიდევ იღებენ ჩვენი ქვეყანა. ემოციებზე და დამახინჯებულ რეალობაზე დაფუძნებული დეკლარაციები არ გვშველის. პირიქით, მხოლოდ უთანხმოებას მოიტანენ, ჩვენ მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები!“, – წერს მოლდოვას ელჩი.

ირინა ვერეშჩუკმა Jurnal TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოლდოვა იმაში დაადანაშაულა, რომ ქვეყანა „უკრაინისთვის ძალიან ცოტას აკეთებს“.

მან ასევე გამოხატა გაღიზიანება იმის გამოც, რომ მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბლოკს უკრაინის პარალელურად მიმართა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს – ლავროვი
შემდეგი სტატიაპოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ჰოსპიტლებში 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს უმკურნალოს – მორავეცკი