კიშინიოვის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები აღდგა

კიშინიოვის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები აღდგა

Moldovaრამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც კიშინიოვის ცენტრში მიმდინარეობს. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს და შენობაში შეჭრას ცდილობენ.
პოლიციის შესაფასებით, აქციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი გუშინდელი კენჭისყრის შედეგების ანულირებას, პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
შეკრებილები წარმოადგენენ მემარჯვენე “სამოქალაქო პლატფორმას”, მემარცხენე “სოციალისტების პარტიას” და “ჩვენს პარტიას”.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომიტინგეები სკანდირებენ “ვადამდელი არჩევნები”, “ძირს პარლამენტი”, “არა ოლიგარქების პარლამენტს”, “ბანდიტები ციხეში”.

მოლდოვას დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება პატრულის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის სამი ძირითადი საფრთხე დაასახელა