დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე განვითარებული მოვლენებით. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მაქსიმალურად მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი.
დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.















