ბიძინა ივანიშვილი: კირვალიძე ეს იყო ჩემი ფავორიტი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს.

“გამგებელი, რომელმაც დიდი უპირატესობით მოუგო წინა არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, იგივეს, ვინც გაიმარჯვა ახლა ამ არჩევნებში, ეს გამგებელი ახლა კორუფციაზე ციხეში იმყოფება, ხელისუფლებამ მოახერხა და პასუხი აგებინა მისსავე გუნდის წევრს, ეს არის ხელწერა, რომელიც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე საქართველოში. საკუთარი გუნდის წევრი არ დაზოგეს, მაგრამ შედეგი არის შემაშფოთებელი, საზოგადოებამ ნაცვლად იმისა, რომ ეს სწორად შეეფასებინა, დასაჯა მმართველი გუნდი ამისათვის და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირა მხარი.

თუ ჩვენ კარგად ვერ გავიაზრებთ იმას, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, ეს ხელწერა ჩვენ შემოვიტანეთ, გახსოვთ გელა ხვედელიძე, კარგად ვიხსენებთ კირვალიძეს, ეს იყო ჩემი ფავორიტი, ყველაზე საუკეთესო მინისტრი, როგორ კულტურად მოიქცა, როგორ კულტურად გადაგდა, როცა კითხვები გაჩნდა, თუმცა მისი დაბრუნება მეორედ შევახსენე ღარიბაშვილს და არ გააკეთა, თუმცა შორს წავედი…

კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: რუსთავი 2-ის საკითხზე საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა