კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

დავით კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

“ენმ”-ს ერთ ერთი ლიდერი თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული და დაკავების დღიდან შიმშილობს. როგორც ის აცხადებს, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღესვე იმსჯელებს.

ამავე ადგილზე, კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიცია დღესა აქციის გამართვას გეგმავს.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბელგიის პრემიერი გადადგა