კირკიტაძე: შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს ვიზიარებთ, თუმცა იქ არის პრობლემური ამნისტიის მუხლი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმის ცვლილება მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას გაართულებს.

„ეს ცვლილებები გაართულებს იმას, რასაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსასრულებლად პარლამენტი იყო პროკურატურის გაგრძელება და ხედავდით, დეპუტატებს სადეპუტატო იმუნიტეტს უცერემონიოდ უხსნიდნენ. ამის მაგალითი იყო ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს ვიზიარებთ, თუმცა იქ არის პრობლემური ამნისტიის მუხლი, რომელიც სწორი არ არის არც სამართლებრივად და არც მორალურად, რის გამოც არ შევუერთდით. ჩვენთვის შარლ მიშელის მუხლები მისაღებია, მაგრამ ამნისტია მიუღებელია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: კვორუმის გაზრდა სწორი ნაბიჯია
შემდეგი სტატიაგახარია ამბობს, რომ პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადადგეს