კირკიტაძე: ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი, არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია შეიქმნას სამუშაო ადგილები და იყოს ღირსეული დასაქმების საშუალება

შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განცხადება გავაკეთო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და პარტნიორებს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. ვაპირებთ, რომ გეგმა სამუშაო ჯგუფსაც წარვუდგინოთ. ვნახოთ, დღეს პირველი შეხვედრა ტარდება. ალბათ, შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განცხადება გავაკეთო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს პარტნიორებს.

რეკომენდაციები არის დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან სასამართლოს რეფორმით დასრულებული. ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი, არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია შეიქმნას სამუშაო ადგილები და იყოს ღირსეული დასაქმების საშუალება“,-განაცხადა კირკიტაძემ.

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციია წარმომადგებლები ესწრებიან. შეხვედრაზე ოპოზციიიდან იმყოფებიან – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადვენლები. ასევე იმყოფებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პროცესი ფარსია და რეკომენდაციების შესრულებას მიზნად არ ისახავს. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემაა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის 9 დათქმაზე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის სამუშაო შეხვედრა იწყება
შემდეგი სტატიაფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს