კირკიტაძე – პროტესტი მთელ ქვეყანას მოედება და რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით მალე მოეგება ხელისუფლება გონს

„ქართულმა ოცნებამ“ რეინკარნაცია მოახდინა და კომუნისტური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები არიან, გადაწყვეტილების მიმღები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში 8 დეპუტატთან ერთად გუშინ შიმშილობა დაიწყო.

„ხელისუფლების წარმომადგენლები უგუნურ განცხადებებს აკეთებენ. უნდა ნახოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ 1989 წელს, 7 , 8 აპრილს და ისიც გახსოვთ, როგორ დამთავრდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბედი, უბრალოდ რეინკარნაცია მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ და სამართალმემკვიდრეები არიან კომუნისტური ხელისუფლების, ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავესთან და გადაწყვეტილების მიმღებები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს. ხელისუფლებას დაკარგული აქვს კეთილგონიერება, დაბრმავებულია შურისძიების გრძნობით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მასშტაბური იქნება პროტესტი სხვადასხვა ფორმის, მით უფრო მალე მოეგებიან გონს. ეს პროცესი მოედება მთელ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მეგობრები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლენ უკვე ყველგან,“ – განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაძაგლიშვილი – ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის