კირკიტაძე: მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ფეისბუქსტატუსი „ქართული ოცნების“ გაკეთებულია

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქსტატუსიც“, ისევე როგორც სხვა უამრავი სიბინძურე, რასაც ისინი აკეთებენ საკუთარი კონტროლირებადი ბოტებისა და ტროლების მეშვეობით, არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„ცხრა თვის ბავშვის ტრაგიკულად გარდაცვალების ხარჯზე და ამაზე პოლიტიკური დივიდენდების დამწერ პოლიტიკური გუნდისგან ცოტა უხერხულია რაიმე პიროვნულ ტრაგედიის პოლიტიკაზე გამოყენებაზე საუბარი. რაც შეეხება ამ სტატუსს, ეს სტატუსი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის, კიდევ დასადგენია იქედან გამომდინარე, რომ ავტომატურად ძალიან მალე მოყვა ამას რეაგირება და შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფეისბუკის, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ძალიან მალე გაერკვევა რეალურად, რა მოხდა. მსგავსი ტიპის მცდელობებში მოწინააღმდეგის მიმართ არაპატიოსნად მოქცევასა და მის დისკრედიტაციაში არის „ქართული ოცნება“ დახელოვნებული, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სტატუსიც, ისევე როგორც სხვა უამრავი სიბინძურე, რასაც ისინი აკეთებენ საკუთარი კონტროლირებადი ბოტების და ტროლების მეშვეობით, არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული“, – განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის მუნიციპალიტეტში 530 ცხვარი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო