კირკიტაძე – იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, ქართველ ხალხს დაუბრუნოს ხელისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, „როდესაც ხელისუფლება არ ტოვებს შანსს, რომ კრიზისები და პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრას, პროცესი ქუჩაში გადავა“.

მისი თქმით, „იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლების უზურპატორ „ქართულ ოცნებას“ დათმოს და დაუბრუნოს ხელისუფლება ქართველ ხალხს“.

„თქვენ ნახეთ რვა პოლიტიკური პარტიის წერილი რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც განმსჭვალულია სულისკვეთებით, რომ პრობლემები მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ქვეყანამ მალე დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი. ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ვნახოთ, რა გადაწყეტილებას მიიღებენ ისინი“, – განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა