კირკიტაძე – გაგვიმართლა, რომ ასეთი ბრწყინვალე ადამიანი გვყავს, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, დიდება დიდ ირაკლის

ესეთი გაუგონარი, მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია – აქამდე უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა და არა პოლიტკოსებმა – ხომ ისაუბრეს, ახლა ველოდებით მათ პასუხს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ავტორიტეტული ექიმების დასკვნა უნდა გაითვალისწინოს.

“დღეს არის შიმშილობის მე-5 დღე, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვაცნობიერებთ, 49- ე დღეა სააკაშვილი შიმშილობს და მიუხედავად ექიმების, სპეციალისტების მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება ისეა დაბრმავებული, ამ შურისძიების გრძნობით, რომ არ ახდენს მისთვის ადეკვატური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას. არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა, არაერთმა სპეციალისტმა ურჩია მათ, ეს გაეკეთებინათ. ასეთი გაუგონარი, მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია. აქამდე უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამა თუ იმ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა და არა პოლიტიკოსებმა, ხომ ისაუბრეს ავტორიტეტულმა, გამოცდილმა სამეციდინო სპეციალისტმა გუშინ, დაასაბუთეს, რატომ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანილი. ახლა ველოდებით მათ პასუხს, თუმცა, მათგან მიჩვეული ვართ, რომ ყოველდღიურად ცვლიან თავის ნათქვამს და ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან მოირგონ და თქვან, რომ თითქოს მხოლოდ მათ ესმით საკითხი და არ ესმით ექიმებს, ექსპერტებს, ათი ათასობით ადამიანს, რომელიც ამ მოთხოვნით გამოდის ქუჩაში,”- განაცხადა კირკიტაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არ ენდობიან არც ომბუდსმენს და მასთან არსებულ კონსილიუმშიც პოლიტიზებული ადამიანები არიან. კირკიტაძემ მის ამ განცხადებას “სისულელე” უწოდა.

“ჩვენ ძალიან ძალიან გაგვიმართლა ქვეყანაში, რომ გვყავს ასეთი არაპოლიტიზებული, ასეთი კარგი, ბრწყინვალე ადამიანი, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, დანარჩენები რა ცუდები ვართ და პოლიტიზებულები, დიდება დიდ ირაკლის – რა სისულეებს ლაპარაკობს. მათ მოუწევთ კონსილიუმის დასკვნის გათვალისწინება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, საზოგადოება ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ ამას აიძულებს,”- განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიათბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს