კირკიტაძე – ცესკოს თავმჯომარემ ჟვანიაზე უარესი არჩევნები ჩაატარა

კალანდარიშვილმა ჟვანიაზე უარესი არჩევნები ჩაატარა, მაგრამ რაც უნდა დაწეროს მან, რუსთავში ჩვენ გავიმარჯვეთ – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

“რუსთავში “ქართულმა ოცნებამ” კატასტროფული მარცხი განიცადა. და ახლა რაც არ უნდა დაწეროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მან ჩაატარა ჟვანიაზე უარესები არჩევნები და ჟვანიაზე უარესია ეგ. ჟვანიამ არჩევნების ჩატარებიდან 4 საათის შემდეგ გარისკა და რაღაც შედეგები მაინც ატვირთა და ახლა 12 საათი ითვლიდნენ უბანი რომ დაიხურა და იცით რატომ? ამ უბანზე ვიგებდი, მერე ატეხეს დებოში, ამ კადრებს დავდებ ვინ იყო “ოცნების” წარმომადგენელი, მერე თავიდან გადათვალეს და ასე, რომ რამენაირად მოეხერხებინათ წინ წასვლა, ჩვენ ამის დოკუმენტური მტკიცებულებები გვაქვს. რუსთავში ჩვენ გავიმარჯვეთ და მადლობა თითოეულ რუსთაველს”,- თქვა დავით კირკიტაძემ “დღის სტუმარში”

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი – მარნეულში „ოცნებამ” არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო
შემდეგი სტატიახუხაშვილი – ნიკა მელიას საკმაოდ მაღალი შანსები აქვს