კირკიტაძე ბუჩუკურს დაუპირისპირდა: ივანიშვილის სათადარიგო პროექტი ხართ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას ივანიშვილის სათადარიგო პროექტს უწოდებს. მწვავე დაპირისპირება კირკიტაძესა და პარტია “საქართველოსთვის” წევრ ანა ბუჩუკურს შორის ტვ პირველის ეთერში მოხდა.

ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. “ქართული ოცნება 2” ხართ, თქვენ ხართ “ქართული ოცნების” მოკავშირეები, ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი ხართ”, – მიმართა კირკიტაძემ ბუჩუკურს.

ბუჩუკურმა კირკიტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ზუსტად იმ მეთოდებს იმეორებს, რა მეთოდებსაც “ნაციონალური მოძრაობა” 2011-2012 წლებში იყენებდა.

დღეს ხდება კატასტროფული ტემპით ორგანიზაცია “ოცნების” განაცება ეს არის ფაქტი, იყენებენ იმ მეთოდებს, რა მეთოდებსაც კირკიტაძის პარტია და ხელმძღვანელობა იყენებდა 2011-12 წლებში”, – თქვა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლაცაბიძე: მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენდა
შემდეგი სტატია“არ შეგრჩებათ”: ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესზე