კირილო ბუდანოვის თქმით, აპლიკაცია Telegram-ი უკრაინის უშიშროებისთვის საზიანოა და საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, აპლიკაცია Telegram-ი უკრაინის უშიშროებისთვის საზიანოა და საფრთხეს წარმოადგენს.

“Telegram-ი ჩვენი ნაციონალური უშიშროებისთვის საზიანო და საფრთხის შემცველია, ამის თქმის არასდროს შემშინებია – ამას ძალიან ცხადად ვამბობ, ჩვენ ეს დოკუმენტური ფორმითაც დავაფიქსირეთ.

მე მხარს ვუჭერ ყველა ტელეგრამ არხის ფიზიკალიზაციას, თუმცა არ ვემხრობი მის ერთიანად დაბლოკვას ან გათიშვას უკრაინაში – თუ გსურთ ახალი ამბების გადაცემა, გთხოვთ, პირველ რიგში რეგისტრირდით, რათა ყველამ იცოდეს კონკრეტული ტელეგრამ არხი უკრაინის მოქალაქეს ეკუთვნის, თუ რუსეთისას.

უკრაინის დაზვერვის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ დროისთვის ტელეგრამი უკრაინელი ხალხის მთავარ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს”. – თქვა ბუდანოვმა, გამოცემა New Voice of Ukraine-ის ცნობით.

გამოცემა New Voice of Ukraine-ის თქმით, კირილო ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ტელეგრამის ერთიანად დაბლოკვა და გათიშვა გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ეს ყოველივე მიღწევადია.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: 560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ
შემდეგი სტატია„ჯვაროსნებმა“ ჩეხებს მეორე ტაიმშიც გაუტანეს – 2:0 საქართველოს სასარგებლოდ