უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა კიევში, „უსაფრთხოების არქიტექტურის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებაა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს – სასურველია ზამთრამდე.
„მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებულია“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს.
„საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები უკვე არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.ა

















