27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კირცხალია: ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდი შესაბამის უწყებებთან ერთად საგზაო მოძრაობის წესებსა და ჯარიმებში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მუშაობს.

მისივე თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს მამუკა მდინარაძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სულხან თამაზაშვილთან, რათა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები განხორციელდეს. კონკრეტული ინიციატივები საზოგადოებისთვის საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„ვმუშაობთ და ალბათ შემდეგი სასესიო კვირისთვის რაღაც ცვლილებები გვექნება. დაკვირვებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომაა და რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან დღევანდელი მოქმედი ჯარიმები. დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ ცვლილებებს. რაც მთავარია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ასე რომ, ეს საკითხი დაბალანსდება“, – განაცხადა კირცხალიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: პირადი ხასიათის კონფლიქტები დიქტატორის დაკვეთის შესრულებაა — იკამათეთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ რეჟიმი
შემდეგი სტატიასანქტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელი Арсенал-ის ქარხანა იწვის