21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კირცხალია: “ოცნება” სარჩელით პარტია “გახარია-საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,  ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს.

„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება სარჩელი, რომელიც ეხება ე.წ. პარტიებს. ამ პარტიებს დაემატება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტია. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, რომ აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მანდატების ცნობას. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მაშინ მისცა შანსი, რეალურად ჩართულიყვნენ პროცესში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა, ვნახეთ უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა და ამის ირგვლივ უამრავი დესქტრუქციული ქმედება. არ აქვს მნიშვნელობა ფერს და ნომერს, როცა ემსახურები იმ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებშიც არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე“, – განაცხადა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, „ქართულიოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

banner
წინა სტატიაშივის გაუუქმდება ქონების გადასახადი – უმრავლესობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: სუს-ის უფროსის მეოთხედ შეცვლა სისტემის ჩამოშლის მაჩვენებელია