“ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, რომელიც შეიძლება შენიღბული იყოს – ფიზიკურ პირზე მიცემული, ორგანიზაციაზე, ფილიალზე, შპს-დ დარეგისტრირება… ხომ გახსოვთ, გზა იპოვეს და ქართველმა და ეროვნულმა, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს დარეგისტრირება… ნურას უკაცრავად, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით. […] დარწმუნებული ვარ, დაიწყება სპეკულაციები, ცრუ ნარატივი და ცრუ აღქმები – ხელისუფლება ცდილობს, დაიცვას საკუთარი ქვეყანა უსამშობლოებისგან, ქვეყნის მოღალატეებისგან…” – ამბობს ოცნების ლიდერი კირცხალია ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გრანტების კანონს შეეხება
დღეს ცნობილი გახდა, რომ ოცნება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მათ შორის, მკაცრდება გრანტების შესახებ კანონი და რიგ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც წესდება. ასევე, ოცნების ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. ოცნების კიდევ ერთი ახალი ინიციატივით, მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება















