14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კირცხალია: კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმიტომ, რომ იციან მდინარაძის პოლიტიკური წონა

“თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა იყო როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრად, გახსოვთ რა რიტორიკა იყო. იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა, ახლა წავიდნენ მეორე წრეზე.

უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და მრავლისმეტყველია, ეს მათზე მეტყველებს თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ აღელვებთ მისი პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ რომ ამ წონის და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში.
ძალიან კარგად მესმის, კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმიტომ, რომ იციან რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა, ამას ვუკავშირებ მხოლოდ და მხოლოდ.

ის წარმატებები, რომელი წარმატებებიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი მამუკა მდინარაძე და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, არის აჟიოტაჟი იმიტომ, რომ იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში,” – თქვა “ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: როგორც ირკვევა, ნიკა მელია აპირებდა საღამოს პროცესზე მოსვლას ჩემთან სადებატოდ, კარგია, რომ არ დავრჩი ამ პროცესზე, გადავრჩით
შემდეგი სტატიაreuters: შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს