15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

კირცხალია: გვახსოვს ოპოზიციის ლოზუნგი, 4-ში ვიწყებთ და ვამთავრებთო, შემდეგ კი “ოცნების” მიერ დასრულებული მორიგი სცენარი

ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საარჩევნო უბნებზე არსებული ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები წარადგინა, პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობაზე ისაუბრა და ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ტაქტიკა შეაფასა.

„17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩეველთა 39-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50-მა, წალკაში 37-მა, ხოლო ვანში 57-მა პროცენტმა. ამომრჩეველს აქტივობისკენ მოვუწოდებ, თუმცა მაჩვენებლები გვეუბნება, რომ ისედაც მაღალია შვიდივე უბანზე. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რა ხდება დღეს ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, იმ აგენტურულ ფლანგზე, რომელმაც თავის თავს ოპოზიცია შეარქვა. ხვალ 4 ოქტომბერია, ყველას ახსოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს და ასევე გვახსოვს მათი ლოზუნგი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთო. კარგად გვახსოვს, მათი დაწყებული, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ და საზოგადოების დასრულებული კიდევ ერთი სცენარი, რომელიც ჩაბარდა წარსულს. დღევანდელი დღე მიუთითებს, როგორი უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რეალური პარტიები, ოპოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ლუსტრაციაა იმის, რომ როდესაც დავალება არ და ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა ჩაფლავებული რევოლუციური სცენარის გამო, იმის გამო, რომ მათი სახე კარგად იცის საზოგადოებამ, ვხედავთ, რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რეალურად სად დგანან ეს ძალები, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ. მათ ერთ ოლქში საერთოდ ვერ დააყენეს კანდიდატი და ერთადერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადაწყვიტა, გადააწყვეტინეს ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არის „ლელო“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „გახარია-საქართველოსთვის“, რომელიც გვახსოვს, რა სცენარით შემოვიდა პარლამენტში, საერთოდ ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. დღევანელი დღე და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა, გარემო, რომელშიც პროცესი მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა საჭიროება იყო ამ ე.წ. პარტიების საკონსტიტუციო სარჩელში შეტანისა. დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან მაღალი სხვაობით მოიგებს „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი“, – განაცხადა კირცხალიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ 10 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა
შემდეგი სტატიაკირცხალია ALDE-ს წერილზე – ნაკლებად გვაინტერესებს ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები